|
2018-02-19 11:53:30, 1346 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლის ხარჯზე
„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. ცვლილებები „შრომის უსაფრთხოების შესახებ" ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს დაემატება. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დედაქალაქის მერის ინიციატივის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაჩქარდება. „დღეს შედგა საბოლოო კონსულტაციები სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მინდა, მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ თბილისის მერს ინიციატივისთვის. ამ ინიციატივის საფუძველზე დაჩქარდება საქართველოს პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ზუსტად ამ საკითხს ეხება. ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან მტკივნეული საკითხი, სამშენებლო სამუშაოებზე ძალიან ხშირად არის მსხვერპლი. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიზანი, არის ზუსტად ის, რომ სწორად დავარეგულიროთ ეს საკითხი. საქმე ეხება, მათ შორის, სანქციების გამკაცრებას - ეს არის ერთი მიმართულება. საქმე ეხება, ასევე, ადმინისტრირების გაუმჯობესებას, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი კანონპროექტი; ასევე, საუბარია სანქციებზე, რომელიც დაკავშირებულია უნებართვო და პროექტის გარეშე მშენებლობებთან. ეს არის ის საკითხები, რომელიც არის ასახული პაკეტში, და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს, საბოლოო ჯამში, პრობლემის არსებითად მოგვარებას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, კანონპროექტს პარლამენტი, მეორე მოსმენით, მიმდინარე კვირაში მიიღებს. „ეს ცვლილებები დაემატება უკვე ინიცირებულ პროექტს, რომელიც ამჟამად განიხილება მეორე მოსმენით. პრინციპების დონეზე პირველი მოსმენისას იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა გამკაცრდეს სანქციები და უნდა გაუმჯობესდეს ადმინისტრირება ამ სფეროში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ უკვე მეორე მოსმენაზე დავამატოთ შესაბამისი საკითხები კანონპროექტს. შესაბამისად, მიმდინარე კვირაში, ამ კვირის ბოლომდე, მეორე მოსმენით იქნება მიღებული ეს კანონპროექტი",- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა „,მშენებლობის კოდექსის" პროექტის შესახებაც და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში დაიწყება. „ეს არის ბევრად უფრო მასშტაბური პაკეტი, რომელიც ეხება სივრცით მოწყობას, მშენებლობებს და ამ პაკეტის განხილვა მალე უნდა დაიწყოს საქართველოს პარლამენტში. რამდენიმე კვირით გაგრძელდა განხილვის ვადა, თუმცა, ამის იქით ეს ვადა არ უნდა გაგრძელდეს და ამ პაკეტის განხილვა უნდა დაიწყოს ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)