16:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-17 15:07:47, 1914 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, წითელაზე ვაქცინაცია ჩაიტარონ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, წითელაზე ვაქცინაცია ჩაიტარონ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით დაავადების მატება ფიქსირდება და ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, გეგმიური ვაქცინაცია ან დამატებითი აცრა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.

"დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით წითელას 278 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში ფიქსირდება. ამიტომ, მიმდინარეობს ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები აჭარაში და მთლიანად საქართველოში. ფიქსირდება მატების ტენდენცია. გუშინდელი მონაცემებით 30-მდე შემთხვევა ფიქსირდება თბილისშიც. ზოგადად დაავადების მატება შარშან და წელსაც მთლიანად ევროპაში აღინიშნება. შარშან ევროპის მასშტაბით 15 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, 34 ფატალური შედეგით დასრულდა. წითელა გახლავთ საკმაოდ კონტაგიოზური დაავადება. ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. ის მონახავს იმას ვინც არ არის აცრილი. წითელას პროფილაქტიკის ერთადერთი საშუალება აცრაა. ის ვინც არ არის აცრილი, მასზე დაავადება ადვილად გადადის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის ხელმეორედ აცრა 20-დან 40 წლამდე ადამიანებისთვის. ანუ თუ არ გახსოვთ აცრილი ხართ თუ არა, ან არ გახსოვთ გადატანილი გაქვთ თუ არა წითელა, უკეთესი იქნება თუ პოლიკლინიკაში მიხვალთ და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებთ. ამას არანაირი უკუჩვენება არ ექნება. შეუძლიათ მოქალაქეებს მივიდნენ ნებისმიერ პოლიკლინიკაში, ეს არის სრულად უფასო. სახელმწიფო სრულად იღებს საკუთარ თავზე ამ ხარჯს - საუბარია როგორც გეგმიურ ვაქცინაციაზე ისე დამატებით აცრაზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "იმედის" ეთერში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics