|
2018-02-17 14:38:12, 2012 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ხელი შეუშალოს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ხელი შეუშალოს. როგორც სტოლტენბერგმა მინუხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, ნატო საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს. "ტრანსატლანტიკური ალიანსი რჩება ყველაზე ეფექტიან, ძლიერ და საიმედო ალიანსად. ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის ყოველთვის მზად ვართ საჭირო დროს საჭირო ზომები მივიღოთ. ერთად ვმუშაობთ ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ასევე ავღანეთში, ერაყში, საქართველოში, უკრაინასა და დასავლეთ ბალკანეთში. ვატარებთ წვრთნებს ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ რუსეთი ახდენს ბრთვული შესაძლებლობების მოდერნიზებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია. რაც შეეხება ჩვენს მოკავშირეებს, ჩვენ საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ნატო-ს უკვე აქვს საქართველოში ერთობლივი წვრთნების ცენტრი. მხარდაჭერას სხვა მიმართულებითაც გავაგრძელებთ", - განაცხადა სტოლტენგერმა. შეგახსენებთ, რომ მიუნხენში რიგით 54-ე უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიო ლიდერები ესწრებიან.
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)