08:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-17 10:32:44, 1673 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და განხორციელებული რეფორმები გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსხვილი საერთაშორისო და გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებსაც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, ოფიციალურ ვახშამზე შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი საერთაშორისო ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალსა და მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის, დსთ-სა და მეზობელი სახელმწიფოების გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული ჩინეთთან და მუშაობს ასეთივე ხელშეკრულების გაფორმებაზე ინდოეთთან.

პრემიერ-მინისტრმა მსხვილი გერმანული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები საქართველოში მიიწვია, რათა ისინი პირადად გაეცნონ შესაძლებლობებს, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს.

ოფიციალურ ვახშამს 30-ზე მეტი წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics