|
2018-02-16 19:44:01, 1452 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
„დღეს გვექნება კიდევ ერთხელ იმის საშუალება, რომ გავცვალოთ მოსაზრებები, მოვისმინოთ პოზიციები და ამის შემდეგ ჩამოვაყალიბოთ საბოლოო პოზიცია იმის თაობაზე, თუ რას ვაკეთებთ ვეტოსთან დაკავშირებით",-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგ შეხვედრაზე. შეხვედრა „მაუწყებლის კანონთან" დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში გაიმართა. კობახიძეს განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტთან დაკავშირებით, ორი კვირის წინ გაიმართა, შედგა შეთანხმება, რომ მორიგ შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და ბორდის წარმომადგენლებიც დაესწრებოდნენ და ყველა მხარე დამატებით არგუმენტებს წარმოადგენდა. „ორი კვირის წინ შედგა შეხვედრა მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან მათი მომართვის საფუძველზე, სადაც გავცვალეთ მოსაზრებები საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტის შესახებ. იმ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ გაიმართებოდა კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და ბორდის წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ ვიმსჯელებდით ამ კანონპროექტის თაობაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პრეზიდენტის ვეტო ორ საკითხთან დაკავშირებით არის წარმოდგენილი და აუდიტორიას შესთავაზა აღნიშნულთან დაკავშირებით არგუმენტები და პოზიციები წარმოედგინათ. მისი თქმით, საკანონმდებლო განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილება კანონპროექტთან დაკავშირებით ამის საფუძველზე იქნება მიღებული. „როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ვეტო დადებული აქვს ორ საკითხს. ერთი, ეს არის შესყიდვების საკითხი, მეორე-კომერციული რეკლამის საკითხი და სწორედ ამასთან დაკავშირებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ვიზიარებთ თუ არ ვიზიარებთ ვეტოს საკითხს. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ საბოლოო პოზიცია ამასთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა დიკუსიის ფორმატში გაგრძელდა. მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოსაზრებები გამოთქვეს და კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები წარმოადგინეს. მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი ძირითადი ასპექტებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა ისაუბრეს და ინფორმაცია აუდიტორიას ძირითადი ცვლილებების და შესაბამისი არგუმენტების თაობაზე წარუდგინეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კანონის არსებული რედაქცია გაფართოვდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო და ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხი კიდევ უფრო ხაზგასმით და მკაფიოდ ჩაიწერა. მათივე განმარტებით, მნიშვნელოვანი და არსებითი ხასიათისაა შესყიდვებთან დაკავშირებით არსებული ცვლილება. ამ საკითხზე არაერთი შეხვედრა გაიმართა და მიღწეულია შეთანხმება ფორმულირებაზე, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გადის შესყიდვების შესახებ არსებული კანონმდებლობიდან. საუბარია მხოლოდ ვიწრო სეგმენტის განსხვავებული ფორმით შესყიდვაზე. სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებების ცვლილებების კუთხით პროექტით წარმოდგენილ სიახლესთან დაკავშირებით განიმარტა, რომ ამ ცვლილებით გენერალური დირექტორის უფლებამოსილება არ ფართოვდება და ბიუჯეტირების ნაწილში არსებული ცვლილება ფინანსთა სამინისტროსთან შესაბამისი კონსულტაციების შემდგომ არის წარმოდგენილი. საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა ასევე წარმოადგინეს არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა პროექტში სარეკლამო სივრცესთან, სოციალური რეკლამის განთავსებასთან და სტარტაპების ბიუჯეტთან დაკავშირებული ცვლილებები. მედიაორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრებით, წარმოდგენილი ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს, შეუზღუდავი შესაძლებლობები ენიჭება და აღნიშნული ცვლილებები რეგიონალურ ტელევიზიებს, ონლაინ და ბეჭდურ მედიასაშუალებებს დააზარალებს. კანონპროექტის ოპონენტების განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით საზოგადოებრივ მაუწყებელს საშუალება ეძლევა საკუთარი სარეკლამო შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით გაზარდოს. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა არადამაჯერებლად ჩათვალეს წარმოდგენილი არგუმენტები და პროექტის ინიციატორებისგან დამატებითი განმარტებები მოითხოვეს. კრიტიკულად შეფასდა შესყიდვებთან, სარეკლამო დროსთან, სარეკლამო სივრცესთან და მენეჯმენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები. „შესყიდვებთან დაკავშირებით პარლამენტში იყო დისკუსია, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობა. განვიხილეთ ვარიანტები, მათ შორის საუბარი იყო კონკურსზეც და ითქვა ის არგუმენტებიც, რაც დღესაც ითქვა, რომ კონკურსები ინტელექტუალური პროდუქციის შესყიდვისთვის არ იყო შესაბამისი პროცედურა. ეს დისკუსია გახდა საფუძველი იმისა, რომ შეჯერდა პოზიციები",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესი, გათანაბრებულიყო შანსები არათანაბარი კონკურენციის პირობებში და მას ჰქონოდა ისეთივე ხარისხიანი პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა, როგორიც აქვს კერძო მაუწყებელს. პარლამენტის თავმჯდომარემ კონტროლის მექანიზმებზეც ისაუბრა. მისი თქმით არსებობს კონტროლის სამი მექანიზმი: სამეურვეო საბჭო, აუდიტის სამსახური და ფართო საზოგადოება, რომელსაც ასევე მიუწვდება ხელი შესყიდვების შესახებ ინფორმაციაზე, იქედან გამომდინარე, რომ სამეურვეო საბჭო არის საზოგადოების ძალიან ფართო სპექტრით დაკომპლექტებული. „ამან უნდა დააზღვიოს ის რისკები, რომელიც დაკავშირებულია პროცედურის გამარტივებასთან. ეს იყო არგუმენტების ის წყება, რომელთა საფუძველზეც, უმრავლესობაშიც, სადაც თავიდან იყო აზრთა სხვადასხვაობა აღნიშნულ საკითხზე, საბოლოოდ შეჯერდა გადაწყვეტილება შესყიდვების თაობაზე",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ ასევე განმარტა გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც უმრავლესობამ მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის კომპონენტის დამატებას მხარი დაუჭირა, „რეკლამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, დისკუსიის დროსაც იყო არგუმენტების მთელი წყება. ეს იყო საერთაშორისო გამოცდილება. საერთაშორისო პრაქტიკას სრულად შეესაბამება ის რეგულაციები, რომელიც დაემატა კანონს. რომ ავიღოთ საერთაშორისო გამოცდილება, კანონი, რომელიც მივიღეთ, არა თუ შეესაბამება ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკას, არამედ, პირიქით, ბევრად ნაკლები მიაქვს სახელმწიფო დაფინანსების სახითაც და კომერციული რეკლამის სახითაც საქართველოში საზოგადოებრივ მაუწყებელს. ეს ცვლილება საერთაშორისო პრაქტიკასთან არის არათუ თავსებადი, არამედ ჩამოვრჩებით კიდეც ჩვენ ამ პრაქტიკას"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების კიდევ ერთ მიზეზს წარმოადგენდა სურვილი, მისცემოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს საშუალება გამხდარიყო კონკურენტუნარიანი, რომ თავისი ძირითადი ფუნქცია განეხორციელებინა. მისი განცხადებით, არანაირი სუბიექტური და პარტიული ინტერესი ამ კანონპროექტის მიმართ არ არსებობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, დღევანდელი დისკუსია სასარგებლოა და გამოწვევები, რაზეც საუბარია არ ეხება მხოლოდ ერთ ორგანიზაციას. ეს არის გამოწვევები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას „ეს არის რეალურად არსებული გამოწვევები, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე და სწორად უნდა იყოს ყველაფერი გააზრებული. მათ შორის ის გეგმები, რომელიც გვაქვს და აუცილებლად განსახორციელებელია. დღევანდელი დისკუსია იყო ძალიან სასარგებლო. მე მგონია, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი გაკეთდა ამ კანონთან დაკავშირებით, რომ ის ამ ფორმით იყოს მიღებული,"-განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. მან პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს თხოვა, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებზე გადაწყვეტილებისმიღებამდე „საზოგადოებრივ მაუწყებელში" მივიდნენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნონ. დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა შეაჯამა. მისი განცხადებით, კანონპროექტი გახდა იმ პოლიტიკური შტურმის ნაწილი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკანასკნელი პერიოდის განმალობაში ხორციელდება. „დაახლოებით ერთი წელია ჩვენ ვაკვირდებით უკვე პოლიტიკურ შტურმს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ჯერ დაიწყო გადაცემების გაუქმების წინააღმდეგ პროტესტით, მაშინ, როდესაც ზუსტად ისგადაცემები ქმნიდა ნულოვან რეიტინგს. დაიწყო ცვლილებებზე საუბარი, მაშინვე დაიწყო პოლიტიკური შტურმი. ეს არის არსებული სურათი. ეს პროცესი გრძელდება. სამწუხაროდ, ეს კანონპროექტიც გახდაამ პოლიტიკური შტურმის შემადგენელი ნაწილი. ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ვიღაცა ნებსით არის ჩართული, ვიღაცა უნებლიეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის პოლიტიკური შტურმი. ანუ, იბრძვიან იმისწინააღმდეგ, რაც არ ვიცი რატომ შეიძლება გახდეს ბრძოლის საგანი. ეს იყო პოლიტიკური შტურმი, პოლიტიკური ინტერესი, ჰქონდათ პოლიტიკურ სუბიექტებს ეს ინტერესი და დაიწყო პოლიტიკურიშტურმი. ეს, სამწუხაროდ, გაგრძელდა და სამწუხაროა, რომ ეს კანონპროექტი მოყვა ამ შტურმში,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველაფრის მიუხედავად მოხერხდა, რომ კანონპროექტი ფართო მსჯელობის საგანი გახდა, გარკვეული პოზიცია ჩამოყალიბდა და დარჩა მხოლოდ ორი საკითხი, რომელსაც ვეტო დაედო. „თუმცა, ამის მიუხედავად მოვახერხეთ ის, რომ ეს კანონპროექტი გახდა ყველაზე ფართო მსჯელობის საგანი, რაც კი გვქონია ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში. ჩამოყალიბდა გარკვეული პოზიცია.პირვანდელისგან ბევრად განსხვავდებოდა ის კანონპროექტი, რომელიც საბოლოო ჯამში იქნა მიღებული, დარჩა ორი საკითხი, რომელსაც დაედო ვეტო, ეს არის შესყიდვების საკითხი და აქ ერთადვიმსჯელეთ და აღმოჩნდა, რომ ცვლილებას ყველა ვეთანხმებით. პირიქით, საუბარი იყო იმაზე, რომ სხვა სფეროებზეც უნდა გავრცელდეს და ერთადერთი, რაზეც შეიძლება რაღაცეები დაკონკრეტდესკანონში",-განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ერთადერთი ინტერესი კანონპროექტთან დაკავშირებით არის სახელმწიფოებრივი ინტერესი და სწორედ ამის წინაშე მიდის ბრძოლა, რომელსაც არ აქვს გამართლება. „ერთადერთი პოლიტიკური ინტერესი ეს არის სახელმწიფოებრივი ინტერესი ამ შემთხვევაში და ეს მდგომარეობს იმაში, რომ აღარ გვინდა ათეულობით მილიონი დავხარჯოთ ნულოვან რეიტინგში. ეს არისპოლიტიკურ სახელმწიფოებრივი ინტერესი. ამის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა ერთი წლის განმავლობაში. ამ ბრძოლას ახსნა არ აქვს. ახსნა აქვს მაგრამ, გამართლება არა. ახსნა არის პოლიტიკური და ამპოლიტიკური ინტერესების უკან ვინც დგას, ეს გამოჩნდა იმ კონკრეტული ადამიანების სახით, რომლებმაც დატოვეს ჩვენი სხდომათა დარბაზი. არის პოლიტიკური ინტერესები, ცალსახად იკვეთება ესპოლიტიკური ინტერესები. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ ამით ინტერესი არ დავაზარალოთ",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, უმრავლესობის გადაწყვეტილება შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ გაბათილდება არგუმენტების ის ჯაჭვი, რაც ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა. „უმრავლესობის წევრები დღევანდელი შეხვედრიდანაც გამოიტანენ დასკვნებს. მეც შევეცდები მივაწოდო მათ ინფორმაცია ორივე მხრიდან გამოთქმული მოსაზრებების თაობაზე და თუ ჩაითვლება, რომ ამ ჯაჭვში იყო ხარვეზი და რაღაცას აზარალებს, ან შედეგს ვერ მოიტანს მაუწყებლისთვის, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს. ირაკლი კობახიძემ შემაჯამებელ სიტყვაში ასევე აღნიშნა, რომ განხილვა საპარლამენტო უმრავლესობაში გაგრძელდება, თუმცა, კრიტიკას, რომელიც კანონპროექტის მიმართ გაჟღერდა, ვერ გაიზიარებს. „იმ სახით კრიტიკა, რომელიც მომართული იყო ამ კანონპროექტის მიმართ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ, ნამდვილად ვერ გავიზიარებ, თუმცა, გაგრძელდება მსჯელობა კანონპროექტთან, კონკრეტულად, ვეტოსთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს დისკუსია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით და უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც უზრუნველყოფს თანხების, საბიუჯეტო რესურსების მაქსიმალურად მიზნობრივად მიმართვას“,- განაცხადა კობახიზემ.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)