21:07 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 19:22:17, 1907 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაკავებული მესაზღვრე პატრულ-ინსპექტორი წინასწარი პატიმრობიდან  5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას აპელაციის წესით გაასაჩივრებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის განხორციელებისფაქტზე,  დაკავებული  მესაზღვრე-კონტროლიორის, პატრულ-ინსპექტორის  ლ.რ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობა და ბრალდებულს გირაო 5 000 ლარიპატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ლ.რ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.რ.მ 2018 წლის 4 იანვარს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლ.კ.ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერიფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

ლ.რ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასერთიდან სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას ლ.რ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ კანონით დადგენილი წესით თბილისის სააპელაციოსასამართლოში გაასაჩივრებს და მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს“,-  ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics