16:58 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 16:08:14, 1666 ნახვა

საზოგადოება
სტუ-ის სტუდენტები აღსრულების ეროვნული ბიუროს ნოვაციებს გაეცნენ

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო ლექცია-სემინარი ჩაატარა.

უმაღლესი სასწავლებლის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია და სამსახურის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზაციის შესახებ. უწყების ხელმძღვანელმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია ახალი სააღსრულებო კოდექსის პროექტის შესახებ, რომლითაც ქვეყანაში ახალი სააღსრულებო სისტემა ინერგება.

შეხვედრის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის იურისტმა  ეკატერინე ახალკაცმა სტუდენტებისთვის გამართა ლექცია-სემინარი , სადაც ბიუროს წარმომადგენელმა ისაუბრა სააღსრულებო და არა სააღსრულებო სერვისებზე, სააღსრულებო წარმოების ეტაპებსა და პროცედურებზე.

მომავალმა იურისტები გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; აღსრულების შედეგებს. გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური შემთხვევები.

სტუდენტებმა მოისმინეს პრეზენტაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ, მათ შორის: მოვალეთა რეესტრი, გამარტივებული საქმისწარმოება, ელექტრონული წარმოება, ფაქტების კონსტანტაცია. 

შეხვედრა სახელმწიფო უწყებასა და უმაღლეს სასწავლებელს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. მემორანდუმის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო აქტიურად ჩაერთვება სტუდენტებისთვის ლექცია-სემინარების გამართვაში და ასევე აღსრულების სამართლის სწავლების ინტერესის დანერგვაში.

პროექტის მიზანია სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics