16:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 15:52:07, 2352 ნახვა

საზოგადოება
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი თხილთან დაკავშირებით ფერმერებს რეკომენდაციებით მიმართავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფერმერებს მოუწოდებს, თხილის დაავადებების თავიდან ასაცილებლად თებერვალ-მარტში აგროტექნიკური სამუშაოები განახორციელონ.

როგორც ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო სამი წლის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის შემცირების უმთავრესი მიზეზი არის გულის სიდამპლე, რაც განპირობებულია სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებით, ასევე ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას მოქმედებით. ფერმერთა ძალისხმევა სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს.

„ზამთრის ბოლოს-ადრე გაზაფხულზე  თხილის წარმოების ყველა ზონაში უნდა ჩატარდეს ფენოლოგიური დაკვირვება  კვირტების მდგომარეობაზე, რათა სწორად დაიგეგმოს სოკოვანი (მონილიოზის, ფუზარიოზისა და ა.შ.) და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. ეს ღონისძიებები, კერძოდ,  ქიმიური წამლობები მიმართულია პათოგენური მიკროორგანიზმების კვირტებზე დასახლებისა და შეჭრის წინააღმდეგ.

შესხურებების ზუსტი კალენდარული დროის მითითება გაძნელებულია კლიმატური პირობების ცვალებადობის გამო. ამდენად, ყურადღება უნდა გამახვილდეს მცენარის ფენოლოგიურ ფაზებზე. პირველი შესხურება ტარდება კვირტების დაბერვის ფაზაში მხოლოდ კონტაქტური სპილენძისშემცველი ფუნგიციდებით, როგორიცაა კოსაიდი, კუპროქსატი, სპილენძის ქლორჟანგი, ჩემპიონი, იროკო, ნორდოქსი, აირონი, პოლტიგლია, ბორდოფლო, ოქსიქლორი, კუპროფლო, კუპერვალი, ბორდო ლუქსი და სხვა, ასევე 1,5 ან 2%-იანი ბორდოს ხსნარი. მეორე შესხურება უნდა ჩატარდეს კომბინირებული ნაზავით კვირტების გახსნის შემდეგ, ასევე სპილენძისშემცველი კონტაქტური პრეპარატებით და კვირტის ტკიპას არსებობის შემთხვევაში (როცა ერთ შტამბზე დაზიანებული კვირტების რაოდენობა  3-4 ცალს აჭარბებს) შესაბამისი აკარიციდებით (მასაი, ვერტეკი, ენვიდორი, ორტისი, ზუმი, ტალავი, კაისო, გოლდმაიტი ან სხვა). თუ ფერმერი ვერ მოახერხებს ორივე წამლობის ჩატარებას, ერთი კომბინირებული წამლობა მაინც უნდა ჩატარდეს.  გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მდედრობითი კვირტების 15-20%-ზე მეტის გაშლის შემთხვევაში უნდა მოვერიდოთ ბორდოს ხსნარის გამოყენებას.

უაღრესად მნიშვნელოვანია  თხილის ნარგაობების დროული გასხვლა-ფორმირება  და ამონაყარის მოცილება,  რაც მეტად ამაღლებს მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის  ეფექტურობას“, - ნათქვამია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics