16:58 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 15:16:06, 1571 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: აუდიტის სამსახურის დასკვნა ადასტურებს, რომ მერია ამჟამად სწორი მიმართულებით მიდის

თბილისის მერი კახა კალაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული დასკვნით მერიაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების სისწორე კიდევ ერთხელ დასტურდება.

„სწორედ ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მერია ამჟამად სწორი მიმართულებით მიდის და რეფორმების განხორციელება, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ კონკრეტულად ეკოლოგიის და გამწვანების მიმართულებით, სწორი ნაბიჯია. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ეფექტიანად დაიგეგმოს და განხორციელდეს გამწვანების ღონისძიებები და მიზნობრივად დაიხარჯოს თითოეული თეთრი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა კონკრეტულად ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

დედაქალაქის მერის თქმით, გასულ კვირას დამტკიცდა ქალაქის გამწვანებისათვის გათვალისწინებული ხეების ჩამონათვალი, რაც აღარ იძლევა იმის საშუალებას, რომ გამწვანების ღონისძიებები კერძო ინტერესსა და გემოვნებაზე იყოს მორგებული.

„არ უნდა დავივიწყოთ, რომ გამწვანება საკმაოდ რთული, სპეციფიკური მიმართულებაა და მისი ღონისძიებები მხოლოდ დარგვით არ შემოიფარგლება. თითოეულ ნარგავს სჭირდება სათანადო მოვლა-პატრონობა, რათა შედეგი იყოს რეალურად გამწვანებული გარემო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული როგორც მუნიციპალიტეტის, ისე სამთავრობო დონეზე.

„ჩვენ განვახორციელეთ მთელი რიგი სამართლებრივი და ინსტიტუციური ცვლილებები. დღეს უკვე დედაქალაქის საკრებულო ამტკიცებს შესაბამის აქტებს, ხოლო გუშინ, მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამაც შეიტანა შესაბამისი ცვლილებები მთავრობის დადგენილებაში, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და და მთლიანად მთავრობას. ეს ყველაფერი კომპლექსურად დაარეგულირებს თბილისში ნებისმიერი ტიპის მწვანე ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხს და შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისის სამომავლო გამწვანება იყოს ეფექტიანი და გავლენა მოახდინოს დედაქალაქის ეკოლოგიაზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ, ასევე, განმარტება გააკეთა მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქონების მართვის სააგენტო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მითითებული შენიშვნების ნაწილს იზიარებს.

„ქონების მართვის სააგენტო შენიშვნების ნაწილს ეთანხმება და მზად არის, მომავალში პრაქტიკაში გაითვალისწინოს და გამოასწოროს. ასევე, ჩვენ გვაქვს დასაბუთებული პასუხი, რაშიც არ ვეთანხმებით და მზად ვართ ვითანამშრომლოთ შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics