16:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 14:43:03, 1568 ნახვა

საზოგადოება
ხმაური პარლამენტში - ნინო ჯანგირაშვილმა კობახიძისა და მედიაორგანიზაციების შეხვედრა დატოვა

პარლამენტის თავმჯდომარისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ.

ჯანგირაშვილი აცხადებდა, რომ 2014 წლის შემდეგ ქვეყანაში დაიწო სარეკლამო ბაზრის კლების ტენდენცია. აღნიშნულს პარლამენტის თავმჯდომარემ სიცრუე უწოდა და ჯანგირაშვილს მოუწოდა, „სწორი ფაქტები მოეყვანა“.  

ამის შემდეგ ჯანგირაშვილმა განცხადებისთვის 5 წუთი ითხოვა, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ „თუ ტყუილების საუბარს გააგრძელებდა, ვერ მოუსმენდა“.

საპასუხოდ, ჯანგირაშვილმა კობახიძეს დესტრუქციული უწოდა:

„თქვენ ხართ დესტრუქციული, არ იცავთ იმ ეთიკას, რომელსაც თქვენი თანამდებობიდან გამომდინარე უნდა იცავდეთ. თქვენ მლანძღავთ მას შემდე რაც ხმა ამოვიღე და არ მაცდით, ბოლომდე მივიყვანო ჩემი სათქმელი. თქვენ ხართ მხარე, ხართ ამ კანონპროექტის ლობისტი და არ მაძლვეთ საშუალებას, რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. ამიტომ, მე ამ შეხვედრაზე დარჩენის აზრს ვეღარ ვხედავ და ვტოვებ დარბაზს", - მიმართა „კავკასიის“ დირექტორმა ირაკლი კობახიძეს და შეხვედრა დატოვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კი, მას ასე უპასუხა: „ძალიან კარგი, სწორი გადაწყვეტილებაა. ნული არგუმენტით როცა მოდიხართ, დარბაზი უნდა დატოვოთ, ეს არის ძალიან სწორი“,- აღნიშნა კობახიძემ.

მოგვიანებით სხდომა „რუსთავი 2“-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილმაც დატოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics