|
2018-02-16 10:28:12, 1859 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსს ეწვია
ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსს ეწვია. გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტის სახელით გამართულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, გერმანიის, ფინეთის, ისლანდიის, უკრაინის პრეზიდენტები, შვედეთის ხელისუფლებისა და ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და აღნიშნულ შეხვედრებზე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის საზეიმო თარიღთან დაკავშირებითაც ისაუბრებს. პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა ლიტვისათვის, როდესაც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო ზეიმობს დამოუკიდებლობის ასი წლისთავს. ,,უაღრესად სიმბოლურია, რომ წელს ლიტვა, ისევე როგორც საქართველო ზეიმობს ამ უაღრესად მნიშვნელოვან თარიღს. დაგეგმილი, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა შეხვდეს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ლიდერებს და კიდევ ერთხელ ისაუბროს იმ სწრაფვაზე, იმ ღირებულებით ერთობაზე, რაც საქართველოს იმთავითვე აკავშირებს ევროპულ სახელმწიფოებთან. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობები ძალიან დიდ პერიოდს ითვლის და რომ ჩვენს სახელმწიფოებს, ჩვენს რესპუბლიკებს, ჯერ კიდევ, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ჰქონდათ ერთმანეთთან ურთიერთობა და დღევანდელ დღეს იგივე სწრაფვით, იგივე სულისკვეთებით ჩვენი ქვეყნები ერთად ცდილობენ ააშენონ ევროპული კეთილდღეობა და ევროპული უსაფრთხოება", - აღნიშნა ფხალაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)