|
2018-02-15 16:43:52, 1572 ნახვა
საზოგადოება
გლდანის მე-7 მ/რ-ში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
მიმდინარე წლის გეგმის თანახმად, გლდანის რაიონში საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. ამ ეტაპზე, გზის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მეშვიდე მ/რ-ში, კობახიძის ქუჩაზე მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მოადგილესთან ლევან ნაროუშვილთან ერთად გაეცნო. „გლდანის რაიონში, მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც, სამუშაოებს აქტიურად ვიწყებთ. ამ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კობერიძის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. გზის აღნიშნული მონაკვეთი კაპიტალურად შეკეთდება და მოსახლეობას არსებული პრობლემა მოუგვარდება. გარდა ამისა, დავიწყეთ ღია კალათბურთის მოედნის მოწყობა, სადაც ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი იგება“, - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა. კობახიძის ქუჩაზე, რეაბილიტაციის შედეგად, 1600 კვ.მ ფართობის გზა განახლდება - მოეწყობა გზის საფუძველი და ორფენიანი ასფალტის ახალი საფარი დაიგება. ამასთანავე, პირველი მ/რ-ის N20 ა კორპუსის მიმდებარედ, 1400 კვ.მ-ზე ღია კალათბურთის მოედანი მოეწყობა. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის განახლება დაიწყო. აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს. (NS)
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)