08:25 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 15:47:24, 1813 ნახვა

ეკონომიკა
2017 წელს აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით მეოთხე სავაჭრო პარტნიორი გახდა

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო ბრუნვის მიუხედავად, პოტენციალი ძალიან დიდია და მას აუცილებლად ესაჭიროება განვითარება. მინისტრების შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ვაჭრობაზე - 2017 წელს აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით მეოთხე პარტნიორი გახდა. რაც შეეხება ექსპორტს, ამ მაჩვენებლის ზრდამ 2017 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78 პროცენტი შეადგინა. 

ორმხრივი ურთიერთობების გარდა, მხარეებმა პრიორიტეტულად დააყენეს თანამშრომლობა მრავალმხრივ და რეგიონალურ ფორმატებში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროექტებზე, რომლებიც  საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ჩართულობით ხორციელდება.
დიმიტრი ქუმსიშვილისა და შაჰინ მუსტაფაევის შეხვედრაზე ასევე დაისვა გეოგრაფიული დასახელებების აღიარების შესახებ შეთანხმების გაფორმებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობოთაშორისი კომისიის მოწვევის საკითხები. გარდა ამისა, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტი განიხილეს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics