2018-02-15 13:28:25, 1771 ნახვა
საზოგადოება
დოდო გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე, შვილის დაკრძალვაზე გადაიყვანეს
ყოფილი მხედრიონელი დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკიდან შვილის დაკრძალვაზე გადაიყვანეს.
ნოდარ გუგეშაშვილს საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე 15:00 საათზე დაკრძალავენ.
როგორც ყოფილი „მხედრიონელის“ მეგობარმა დავით მუხიგულმა აღნიშნა, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"გუშინ, როდესაც პანაშვიდზე იყო, ნერვიულობაზე წნევამ აუწია, მაგრამ ექიმები მზადყოფნაში არიან, რომ არ იყოს ნერვული სტრესი",- განაცხადა მუხიგულმა.
გუშეშაშვილს შვილის დაკრძალვის შემდეგ, ისევ ღუდუშაურის კლინიკაში დააბრუნებენ.
ავტორი: ,