14:50 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 12:56:37, 2033 ნახვა

საზოგადოება
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები შედის

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შედის.

როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დაგეგმილი ცვლილებები დედაქალაქში მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს მშენებლობების პროცესს და გააჩენს მეტი რეკრეაციული სივრცის მოწყობის შესაძლებლობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მშენებლობების პროცესი მოვაწესრიგოთ და კიდევ უფრო დიდი ყურადღება დავუთმოთ რეკრეაციული სივრცეების განვითარებას. ამაზე კახი კალაძემ არა ერთხელ ისაუბრა და მე მინდა მივესალმო მერიის ინიციატივას - ამ მიმართულებით პროცესის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესახებ.

ნებართვის მიღების პროცესშივე იქნება აუცილებელი გამწვანების გეგმის შედგენა და წარმოდგენა,  აღრიცხვა იქ არსებული ხეების. ასევე, 4000 მ2-ზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საწყის ეტაპზევე იქნება საჭირო სატრანსპორტო კვლევის და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენა, რაც ასევე მნიშვნელოვანია და გაუადვილებს ჩვენს დეველოპერებს მუშაობას იმ კუთხით, რომ ბოლო და შემდგომ ეტაპებზე აღარ იქნება საჭირო დამატებითი ცვლილებების შეტანა პროექტირებაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, წინასწარი კონსულტაციები მიმდინარეობს, ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს, საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი რეკრეაციული სივრცე გვქონდეს და გალამაზდეს ჩვენი დედაქალაქი, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics