|
2018-02-15 11:18:04, 1652 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტიდან გამომდინარე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შესაძლო განსახორციელებელი ცვლილებები. შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა და იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც სამუშაო ჯგუფის შექმნას საფუძვლად დაედო. „ჯგუფის შექმნის განმაპირობებელი გახდა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება. კერძოდ, შეიცვალა მუხლის ფორმულირება, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის საკითხს არეგულირებდა. რამდენიმე შეხვედრაზე ჩემს კოლეგებთან საუბარი გვქონდა სხვა პრობლემურ საკითხებზეც. კომიტეტში, ასევ შემოვიდა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის საკითხს შეეხება. მოხდა შეთანხმება, რომ საკანონმდებლო წინადადებაში წარმოდგენილი საკითხები ერთიან ჭრილში დაგვენახა და განგვეხილა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში",-განაცხადა ეკა ბესელიამ. საორგანიზაციო საკითხების გაცნობის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: ორმაგი მოქალაქეობის დაშვება, ორმაგი მოქალაქეობის რეგულირების მოდელის განსაზღვრა, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების წესი, მოქალაქეობის დაკავშირებული ცალკეული საკითხების ცვლილება და სხვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პირველადი კვლევის შედეგი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის აღნიშნული საკითხები დარეგულირებული სხვა ქვეყნებში. როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ცვლილებების შემუშავება უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში და ამავე დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს უსაფრთხოების საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. აღინიშნა, რომ აუცილებელი იქნება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში არა მარტო კონსტიტუციური კანონის პროექტიდან გამომდინარე ცვლილებების, არამედ სხვა შესწორებების განხორციელებაც. პრობლემური საკითხების იდენტიფიცირების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათ მომდევნო შეხვედრის გამართვამდე წარმოადგინონ პირველადი მოსაზრებები პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. „თუ ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე პრინციპებზე შეთანხმებას მოვახერხებთ, უკვე დავიწყებთ წერის ეტაპს ანუ ფორმულირებებს, რაც უნდა მოერგოს ამ პრინციპებს",-განაცხადა ეკა ბესელიამ. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)