2018-02-15 10:35:42, 1739 ნახვა
საზოგადოება
დოდო გუგეშაშვილს დღეს რეანომობილით შვილის დაკრძალვაზე მიიყვანენ
ყოფილი „მხედრიონელის“, დოდო გუგეშაშვილის შვილს, ნოდარ გუგეშაშვილს დღეს დაკრძალავენ.
დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ გუშინ შეატყობინეს. იგი პანაშვიდზე რეანომობილით მიიყვანეს, შემდეგ კი, კვლავ ღუდუშაურის კლინიკაში დააბრუნეს.
მომხდართან დაკავშირებით ყოფილმა „მხედრიონელმა“ კომენტარი გუშინ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მომხდარი პოლიტიკას არ უკავშირდება. გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვას დაესწრება.
შეგახსენებთ, 7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილს საცხოვრებელ სახლში უცნობი პირი თავს დაესხა. თავდამსხმელმა ნოდარ გუგეშაშვილი მოკლა, დოდო გუგეშაშვილი კი, დაჭრა.
ავტორი: ,