2018-02-15 09:37:36, 1634 ნახვა
საზოგადოება
ბუაჩიძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
ნაძალადევის რაიონში, ბუაჩიძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა.
დაკვამლიანების გამო 10 ადამიანი მოიწამლა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა 20 ადამიანის ევაკუაცია მოხდინეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. სახლში სადაც ცეცხლი გაჩნდა, არავინ იმყოფებოდა.
ავტორი: ,