|
2018-02-14 20:27:53, 1798 ნახვა
საზოგადოება
„ეს არის სახელწიფო, რომელიც კლავს!“- „აუდიტორია 115“-ის აქცია პარლამენტთან გრძელდება
შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით "აუდიტორია 115"-ის აქცია-მსვლელობა საქართველოს პარლამენტთან გრძელდება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ბოლო 6 წლის სტატისტიკა საგანგაშოა და 2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა. როგორ „აუდიტორია 115“-ის წევრმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტში უკვე რამდენიმე თვის განამვლონბაში განიხილება. თუმცა მისივე თქმით, რეალური შედეგის მომტანი ეს განხილვა არ არის. „ იმის გამო რომ პარლამენტი უკვე რამდენი თვის განმავლობაში, საკითხს სათანადო ყურადღებას არ აქცევს, ისინი პერიოდულად განიხილავენ კანონპროექტს, თუმცა მისი განხილვა ამ მომენტისთვის შეჩერებულია. ქვეყნის მასშტაბით უამრავი ადამიანი იღუპება, ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ხალხი. მოვითხოვთ, რომ კანონპროექტს სათანადო ყურედღება მიაქციონ და რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს ის ძალაში", - განაცხადა კუპრაძემ. მისივე თქმით, ბიზნესი კანონპროექტის შეჩერებით სარგებელს იღებს. „ არ არის დაწესებული ჯარიმები და ბიზნესს ურჩევნია გადაიხადოს ჯარიმა ნაცვლად იმისა, რომ სამუშაო ადგილას შრომის ნორმები მაქსიმალურად იყოს დაცული“,- განაცხადა კუპრაძემ. სტუდენტებს ასავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი წარწერით: „არა მონურ შრომას“, „ჩვენი სიჩუმე მუშას კლავს“, „ბიზნესელიტა ჩვენი ჯანმრთელობით ვაჭრობს“, „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“, „მოვითხოვთ უსაფრთხო შრომას“. პარლამენტთან ასამდე ადამიანია შეკრებილი. აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იცავენ.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)