13:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 19:20:30, 1963 ნახვა

საზოგადოება
„ყასაბი სახელმწიფო - მესაფლავე ბიზნესი“ - შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ყასაბი სახელმწიფო - მესაფლავე ბიზნესი“ - „აუდიტორია 115“ შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით აქცია-მსვლელობას მართავს.

აქციის მონაწილეები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორსპუსთან არიან შეკრებილი, საიდანაც მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

როგორც ისინი აცხადებენ, ბოლო 6 წლის სტატისტიკა საგანგაშოა.

"2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის. ამ საკითხზე სიჩუმე კი მკვლელობაში თანამონაწილეობის ტოლფასია", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციაში 50-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.

სტუდენტებს ასავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი წარწერით: „არა მონურ შრომას“, „ჩვენი სიჩუმე მუშას კლავს“, „ბიზნესელიტა ჩვენი ჯანმრთელობით ვაჭრობს“, „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“, „მოვითხოვთ უსაფრთხო შრომას“.

ამავე მოთხოვნით აქცია ბათუმშიც იმართება.

აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იცავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics