|
2018-02-14 17:50:10, 2375 ნახვა
კომენტარი
დოდო გუგეშაშვილი: ვინმესთვის რომ შვილი მომეკლა, ვიტყოდი, ღმერთმა მომიზღო-მეთქი
პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილის მკვლელობა პოლიტიკას არ უკავშირდება. „ ეს არ ეხება პოლიტიკას, მე არ შემიძლია სპეკულაციები. ვინმესთვის რომ შვილი მომეკლა, ვიტყოდი, ღმერთმა მომიზღო-მეთქი“, - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა ძმის სახლში, სადაც მისი შვილის ცხედარია დასვენებული. გუგეგაშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ დღეს შეატყობინეს. ის ღუდუშაურის საავადმყოფოდან ძმის სახლში ცოტა ხნის წინ რეანომობილით გადაიყვანეს. მას თან ექიმები ახლავს. გუგეგაშაშვილს დღეს საავადმყოფოში დააბრუნებენ, ხვალ კი შვილის დაკრძალვას დაესწრება. შეგახსენებთ, დიღმის მასივში, გუგეშაშვილების ოჯახზე თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა. შედეგად მოკლულია ნოდარ გუგეშაშვილი, ხოლო დოდო გუგეშაშვილი მძიმედ დაიჭრა. დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)