2018-02-14 16:41:22, 1599 ნახვა
საზოგადოება
დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის საავადმყოფოდან რეანომობილით გაიყვანეს
პოლკოვნიკი დოდო გუგეგაშაშვილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან რეანომობილით გადაჰყავთ ძმის სახლში, სადაც მისი შვილის ცხედარია დასვენებული.
გუგეშაშვილმა შვილის გარდაცვალების შესახებ ცოტა ხნის წინ შეიტყო. მას დღეს საავადმყოფოში დააბრუნებენ, ხვალ კი დაკრძალვას დაესწრება.
შეგახსენებთ, დიღმის მასივში, გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით
ავტორი: ,