|
2018-02-14 14:37:39, 1699 ნახვა
კომენტარი
ექიმის ინფორმაციით, გლდანის ციხეში დაჭრილი პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულია
ღუდუშაურის კლინიკის ექიმის, ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, გლდანის ციხეში დაჭრილი ერთ-ერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც ქარცივაძემ აღნიშნა, პატიმარს დაზიანებული ჰქონდა საერთო საძილე არტერია და შიგნითა საუღლე ვენა. "რაც შეეხება იმას, თუ რისგან აქვს დაზიანებები მიყენებული, ეს ჩვენს კომპეტენციას სცდება. დაზიანებული ჰქონდა საერთო საძილე არტერია და შიგნითა საუღლე ვენა. ეს ის სისხლძარღვებია, რომლის დაზიანების შემთხვევაში რამდენიმე ათეულ წამში ან რამდენიმე წუთში შეიძლება სიკვდილი დადგეს. როგორც ჩანს, ოპერატიულად და ადეკვატურად იყო მიღებული ქმედებები, ვინაიდან, ასე ვთქვათ, ცოცხალი მოიყვანეს ჩვენს კლინიკამდე პაციენტი, მაგრამ დაზიანება მასშტაბური და ცუდია. მთელი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ადგილი ჰქონდა სისხლის დანაკარგს, მეოთხე ხარისხის ჰემორაგიული შოკი იყო, რამაც თავისი ცუდი გავლენა იქონია მთლიანად ორგანიზმზე“, - განაცხადა ექიმმა. შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულმა მსჯავრდებულმა ერთჯერადი საპარსის პირით თვითდაზიანება მიიყენა. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)