|
2018-02-14 13:26:32, 756 ნახვა
რეგიონი
თეძამის ხეობაში ახალი წყალსაცავის აშენების შედეგად 7 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდა
თეძამის ხეობაში ახალი წყალსაცავის აშენების შედეგად, 7 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი. კასპის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიში მომზადებულია შპს „გამა კონსალტინგის“ მიერ. სპეციალისტთა ჯგუფმა შეისწავლა საპროექტო ტერიტორიის ბუნებრივი და სოციალური გარემოს ფონური მახასიათებლები. კომპანიის წარმომადგენელმა ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „თეძამის წყალსაცავის მოწყობით შიდა ქართლის მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა მოეხსნება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი ფერმერების სამელიორაციო მომსახურება“,- განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ბუკიამ. პროექტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა კასპის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ წყალსაცავის მშენებლობით ფერმერებისთვის არამხოლოდ სარწყავი წყლის პრობლემა მოგვარდება, არამედ რეგიონში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება. წყალსაცავის საპროექტო მოცულობა იქნება 12.0 მლნ მ3. პროექტის განხორციელების შედეგად არ დაიტბორება დასახლებული ტერიტორიები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. მდინარე თეძამზე წყალსაცავის მოწყობის პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ განახორციელებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)