10:12 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 09:04:04, 1609 ნახვა

კომენტარი
მეგობრის ინფორმაციით, გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ დღეს ეტყვიან და რეონიმობილით პანაშვიდზე გადაიყვანენ

ყოფილ მხედრიონელს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების ამბავს დღეს შეატყინებენ, - ამის შესახებ გუგეშაშვილის მეგობარმა ირაკლი შიხიშვილმა განაცხადა.

როგორც შიხიაშვილმა აღნიშნა, მას რეანიმობილით გადაიყვანენ ძმის სახლში, სადაც ნოდარ გუგეშაშვილია დასვენებული. 

შიხიაშვილის თქმით, გუგეშაშვილის გადაყვანა 15-დან 17:00 საათამდე მოხდება. 

"დოდო გუგეშაშვილს თან გაჰყვება ექიმი და ექთანი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მაქსიმალური უსაფრთხოება", - განაცხადა გუგეშაშვილის მეგობარმა. 

შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
ტრამპზე თავდასხმის მცდელობა მოხდა
ორბანი პარლამენტში იმიტომ არ მიდის, რომ აშშ-ში გაქცევის გეგმას ამზადებს - გამომძიებელი ჟურნალისტი
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics