|
2018-02-13 14:08:56, 1826 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ ვაპირებ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოითხოვს, - ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეარხ NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მას ჰკითხეს - აქვს თუ არა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის სურვილი. "მე ვუპასუხე, რომ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ ვაპირებ", - დასძინა პოლიტიკოსმა. შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს და განაცხადეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. თავად სააკაშვილი გაძევებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)