|
2018-02-13 13:30:37, 1693 ნახვა
კომენტარი
რამიშვილი: სამწუხაროდ, სჩვევიათ მოსამართლეებს და პროკურორებს გარკვეული პირების ხუშტურებზე საქმეების კეთება
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, არ აქვს იმედი, რომ უზენაესი სასამართლო განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. დაცვის მხარე საქმის ევროპულ სასამართლოში წაღებას გეგმავს. "საქართველოში განსხვავებული გადაწყვეტილების იმედი არავის აქვს. საქართველოში იქნება ერთი იმედი და ერთი გადაწყვეტილება. რასაც იტყვის ვინმე და ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან სჩვევიათ მოსამართლეებს და პროკურორებს გარკვეული პირების ხუშტურებზე ისეთი საქმეების გაკეთება, რომელიც აბსოლუტურად ანგრევს ყველანაირ იმედს. თუ ასე გავაგრძელებთ, არ გვექნება სახელმწიფო და ჩვენთან არ იარსებებს სამართლის უზენაესობა. ევროპულ სასამართლოში როცა მივალთ, იქ გამოჩნდება კიდევ ერთი შავი ფურცელი ჩვენი ე.წ. საქართველის მართლმსაჯულების",-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ მამალაძის მიმართ საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა. თავად მსჯავრდებული გიორგი მამალაძე გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)