15:32 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 12:40:19, 1680 ნახვა

სამართალი
რამიშვილი: საქართველოში სასამართლო არ არსებობს - გადაწყვეტილებას უზენაესში გავასაჩივრებთ

ადვოკატები ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მიხეილ რამიშვილი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არაობიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო.

ადვოკატი საქარათველოში მართლმსაჯულებას აკრიტიკებს:

"შემდეგი გეგმა იქნება საკასაციო საჩივარს შევიტანთ უზენაეს სასამართლოში. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლო საქართველოში არ არსებობს. იმედით ვიყავით რეანიმაციაში იწვა, მაგრამ გარდაცვლილია. მართლმსაჯულება საქართველოში არ არსებობს. ქვეყანაში არ არსებობს  დამოუკიდებელი სამართლიანი მოსამართლეები. ეს იყო გაგრძელება იმ შეკვეთის და იმ დავალების, რომელიც შეასრულა პროკურატურიდან დაწყებული პირველი ინსტანციის მოსამართლემაც ბესიკ ბუგიანიშვილმა. იგივე კოპირება გაუკეთა პირველი ინსტანციის გადაწყევტილებას სააპელაციო სასამართლომ და ჩვენ გვრჩება ერთადერთი გზა, რომ ევროპის ადამიანის იფლებათა დაცვის სასამართლოს მივმართოთ და დავანახოთ, თუ როგორი სიბუნძირეა მართლმსაჯულების მხრივ.  ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მოსამართლეები არ გვყავს. სასამართლო არ არსებობს და არავის არ ჰქონდეს იმედი, რომ თუ პირადი ინტერესი არსებობს ვერასდროს ვერ მიაღწევს ადამიანი თავის სამართლიანობას. ეს არის ნიშანი ხელისუფლებიდან, მართლმსაჯულებიდან, პროკურატურიდან , რომ ვისაც კი ინტერესი ექნება ჩვენი ხელისუფლების საწინააღმდეგო ყოველთვის მოარგებენ იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებითაც შეიძლება საზოგადოებაში იყოს შიში, რომ არ არსებობს ჩვენთან სასამართლო. დროა ხალხმა გადავწყვიტოთ, ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი, ვინ არის დამნაშავე და ვინ უდანაშაულო",-განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ  მამალაძის მინართ საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა.

თავად მსჯავრდებული გიორგი მამალაძე გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics