|
2018-02-12 18:00:41, 1483 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: თუ პარლამენტს ელემენტარული ღირსება აქვს, მუხთარლის საქმეზე კომისია უნდა შეიქმნას
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება და საზღვარზე გადაყვანა საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ განახორციელა. „ამიტომ მთავრობა საკუთარ თავს ვერ დასჯის. ამ ადამიანმა ამხილა ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა - დაწყებული ძალოვანი სტრუქტურებიდან, დამთავრებული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებით”,-აღნიშნა გოცირიძემ. ოპოზიციონერი დეპუტატი მუხთარლის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს: „ ერთადერთი ორგანო, რომელსაც ამის გამოძიება შეუძლია, არის პარლამენტი. კეთილი ინებოს პარლამენტმა, შეასრულოს თავისი საკონსტიტრუციო მოვალეობა და შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. არ შექმნის და მით უარესი პარლამენტისთვის და მით უარესი მთავრობისთვის. რაც უფრო გვიან გამოიძიებენ ამ საკითხს, მით უფრო მკაცრად დაისჯებიან მისი შემსრულებელი პირები. საბოლოოდ რომ ჭეშმარიტება გაირკვევა, ამაში ეჭვიც არ მეპარება იმიტომ, რომ ეს არის საერთაშორისო რეზონანსის მქონე საქმე და არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ადრე თუ გვიან ყველა დაისჯება, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. ამ მთავრობის პირობებში ბუნებრივია, ეს არ მოხდება, თუ პარლამენტს ელემენტარული ღირსება აქვს და უნდა თავისი რენომეს შენარჩუნება, კომისია უნდა შეიქმნას”,-განაცხადა გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)