12:07 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 16:16:32, 1763 ნახვა

მსოფლიო
ჯორჯ სოროსმა Brexit-ის მოწინააღმდეგეებს 140 ათასი დოლარი გადაურიცხა

ამერიკელმა მილიარდერმა და ქველმოქმედმა ჯორჯ სოროსმა Brexit-ის მოწინააღმდეგეებს 140 ათასი დოლარი გადაურიცხა, - ამის შესახებ Telegraph იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამის განცხადებას მეცენატი დღეს გააკეთებს. მანამდე სოროსი აცხადებდა, რომ Brexit-ის მოწინააღმდეგეებს 500 ათას დოლარზე მეტს გადაურიცხავდა.

"მე სიამოვნებით ვიბრძოლებ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობდა ცილისწამების გამოყენებას და არა ფაქტების, თავიანთი წარუმატებელი იდეების განვითარებისთვის", - განაცხადა ჯორჯ სოროსმა.

მედიის ცნობით, დასახელებული თანხა ორგანიზაცია Best for Britain-ის ანგარიშზე დაჯდა. ამ ორგანიზაციას ყოფილი მინისტრი ლორდ მელოუ-ბრაუნი და ჯინა მილერი ხელმძღვანელობენ, რომლებმაც ევროკავშირიდან გასვლის ინიციატივა სასამართლოში გაასაჩივრეს.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. მიმდინარე წლის 29 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ დაწყებულია ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. თუმცა, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ვინაიდან 50-ე მუხლი 2009 წელს შეიქმნა და ის ამ დრომდე არავის გამოუყენებია. Brexit-ის დასასრულებლად საჭიროა, რომ შესაბამისი შეთანხმება 27 ქვეყნის ეროვნულ პარლამენტებშიც შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მდივანი ფილიპ ჰემონდი ამბობს, რომ პროცესი, შესაძლოა, 6 წელს გაგრძელდეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics