15:32 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 16:04:36, 1648 ნახვა

სამართალი
გორში ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ერთი პირი: 1997 წელს დაბადებული ა.დ. ცხელ კვალზე ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვალს ბრალდებული ქალაქ გორში, სტალინს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შეიჭრა და იარაღის მუქარით ფულს და მობილურ ტელეფონს დაეუფლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას გატაცებული მობილური ტელეფონი და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics