|
2018-02-12 15:51:29, 2444 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: „ლიდერფუდის“ ახალი საწარმო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის წარმატების კარგი მაგალითია
„საწარმო, რომელიც დღეს გავხსენით, რეალურად არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ მუშაობს პროექტი „აწარმოე საქართველოში“ და რამდენად კარგი შედეგების მიღწევა შეიძლება ამ მიმართულებით“,- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ ხორცპროდუქტების ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების საწარმო „ლიდერფუდმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით აამოქმედა, რისთვისაც 22 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ხუთასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. „ეს არის 5600 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის შენობა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, აქ დასაქმებულია 550 ადამიანი და უშვებს სწორედ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. პროექტს თანადაფინანსებაში ჰყავს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და სწორედ ერთობლივი ძალებითაა აშენებული ეს საწარმო და ინვესტირებული ეს თანხები“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შპს „ლიდერფუდი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური კომპონენტით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსება, რომლის ოდენობაც ნახევარ მილიონ ლარს აღემატება, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელა. თანამედროვე საწარმო აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური საწარმოო დანადგარებით რომლის საშუალებით, კომპანია ევროპული სტანდარტების სრული დაცვით აწარმოებს პროდუქციას. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ახალ საწარმოში გადასვლის შემდეგ დაიწყო სურსათის უვნებლობის, მენეჯმენტის სისტემების შემუშავება და დანერგვა, რაც გულისხმობს საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების, კერძოდ: FSSC 22000:2005 მიღებას, რომელიც აერთიანებს ISO 22000, ISO 22002.1, ISO 9001 სერტიფიკატებს. კომპანია, გაზრდილი საწარმოო შესაძლებლობიდან გამომდინარე, გეგმავს გაზარდოს ადგილობრივი, ქართული ხორცის წილი წარმოებაში, რაც ქართველი ფერმერების საქმიანობის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. (NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)