15:32 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 15:31:56, 1783 ნახვა

სამართალი
ღუდუშაურის კლინიკაში დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს

ღუდუშაურის კლინიკაში მხედრიონის ყოფილი წევრი, პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილის იკითხება.

„იმედის“ ინფორმაციით, დაკითხვა კლინიკაში ცოტა ხნის წინ დაიწყო. გამოკითხვის პროცესს გუგეშაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილიც ესწრება.

ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, გუგეშაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics