13:34 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 14:00:59, 813 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტს შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი ექნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან ანზორ ბოლქვაძესთან, აჭარის და ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი პირებთან ერთად გაეცნო.

შუახევის მერიის ინფორმაციით, ცენტრი 0-დან 18- წლამდე 100 შშმ ბენეფიციარზეა გათვლილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ იგეგმება ცენტრის ინვენტარიზაცია და სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც 15 ადგლობრივს გადაამზადებს. ისინი სამომავლოდ ბენეფიციარებს შესაბამის მომსახურებას გაუწევენ. მიმდინარე სამუშაოებზე 118 555 ლარია გამოყოფილი. სამუშაოთა 50% უკვე შესრულებულია. დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობა აჭარის ა.რ. მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

შუახევის მუნიციპალიტეტში წელს 41 ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის მნიშვნელოვანია სოფელ ინწკირვეთში მთა გორის ძირიდან, სოფელ ჩანჩხალოსა და ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა. ასევე ხაბელაშვილები-ბუთურაული- მახალაკიძეების ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროგრამის თანახმად განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხიჭაური შუახევის მონაკვეთზე გარე განათებების მოწყობა, ინწკირვეთის სახლის მშენებლობა, დაბის სტადიონის რეაბილიტაცია, დაბის საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე არხების მოწყობა. მუნიციპალიტეტში 4 150 000 ლარის ღირებულების 41 პროექტია დაგეგმილი.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა ფაშინიანს მიულოცა: მოხარული ვარ, რომ თქვენთან მუშაობას გავაგრძელებ
1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics