2018-02-12 09:42:14, 1665 ნახვა
საზოგადოება
13 თებერვლამდე დაბლობში წვიმა, მაღალმთაში კი თოვლია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 თებერვლამდე საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი.
12 თებერვალს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერ ქარს, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქს, ზღვაზე 3-4 ბალიან შტორმს პროგნოზირებენ .მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონის მატება, მაღალმთიან ზონაში ზვავების ფორმირება და მეწყრულ - ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს.
ავტორი: ,