15:30 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-11 13:46:28, 1926 ნახვა

სამართალი
შსს-მ 1-5 თებერვალს ქურდობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 3 პირი დააკავეს, რომლებმაც დაბა ჟინვალსა და სოფელ არაგვისპირში ორი სააგარაკე სახლი გაქურდეს, ნაქურდალი ნივთები კი თბილისში, ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარეს.

ასევე, უწყების ცნობით,  ბათუმში სამართალდამცველებმა  ერთი პირი დააკავეს რესტორან „ძველ გემში“, მობილური ტელეფონის და კომპიუტერული ტექნიკის ქურდობისთის, ხოლო გორში დაკავებულმა პირმა, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სწრაფი გადახდის აპარატი გატეხა და იქ არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

შსს-ს ინფორმაციით, კახეთში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილმა, აზერბაიჯანის მოქალაქემ, გვიან ღამით, სოფელ მშვიდობიანიდან, ამავე სოფელში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა მოიპარა. სამართალდამცველებმა იგი იმავე ღამეს, ცხელ კვალზე დააკავეს.

ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი არასრულწლოვანი ამხილეს, რომელმაც საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოდან საყოფაცხოვრებო ნივთები და სანადირო თოფი მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ყველა აღნიშნულ ქურდობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics