2018-02-11 10:13:32, 2003 ნახვა
საზოგადოება
დაბლობში დღის მეორე ნახევრიდან წვიმას, მაღალ მთაში კი თოვლს ელოდებიან
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი - სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება. დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.
12 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემერატურა +10, +15 გრადუსი იქნება.
ავტორი: ,