13:20 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 17:53:49, 2436 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: რატომ მოვიდნენ აქ იარაღით ?! ვისი დახვრეტა სურდათ ?!

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი დაკავების მცდელობის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც სააკაშვილმა სასტუმროსთან ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის გაუგებარია რატომ მივიდნენ სპეცრაზმის წარმომადგენლები.

მისივე თქმით, სასტუმროს დაცვამ სპეცრაზმელები შენობაში არ შეუშვა. მანვე დასძინა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებს მისი გატაცება უკვე მეორედ სურდათ. 

"ჩემი შეშინება შეუძლებელია, მითუმეტეს ვერ შემაშინებენ უდიპლომო ბარიგები. რატომ მოვიდნენ აქ იარაღით აღჭურვილები?! ვისი დახვრეტა სურდათ?! პოროშენკო არის დაკომპლექსებული ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია, რომ თავი არ დაიმციროს. მე თუ ასე მექცევიან, ადამიანს რომელსაც კამერები დაჰყვება, უბრალო ადამიანებს რას უზამენ. რა მასკი-შოუს დგამენ?! უკრაინა გენგრევათ თავზე, თქვენ კი, ძალადობას აქეზებთ. მას უნდა დამამციროს, თუმცა ეს არ გამოუვა, ის მხოლოდ საკუთარ თავს ამცირებს", - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics