2018-02-09 12:47:20, 2306 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში აშშ-ის საელჩო მთავრობის მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მთავრობის მუშაობის შეწყვეტაზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის საელჩოს საკონსულო მომსახურება კონგრესის მიერ საბიუჯეტო სახსრების ასიგნირებამდე გაგრძელდება.
"თუ დანიშნული გაქვთ სავიზო გასაუბრება ან ამერიკის მოქალაქეთა მომსახურების თაობაზე შეხვედრა, გთხოვთ, გამოცხადდეთ საელჩოში შეთანხმებულ დროს. აშშ-ის მთავრობის მუშაობის აღდგენამდე ეს გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გარდა საგანგებო და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციისა", - წერია განცხადებაში.
ავტორი: ,