09:49 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 22:20:28, 1774 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოები რამდენიმე მისამართზე, მათ შორის, ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე და წყნეთში, მაია წყნეთელის II ჩიხში უკვე დაიწყო.

მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „კვადრელი“ განახორციელებს. სტადიონებზე შეიცვლება ღობეები, ბალახის ხელოვნური საფარი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

რეაბილიტაციის პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში გიორგი მუსხელიშვილი გაეცნენ.

„ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბავშვებისა და უფროსებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა. 2016-2017 წლებში, ვაკის რაიონში, 45-მდე სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განვახორციელეთ. 2018 წლის პირველ კვარტალში კი, ექვსი სპორტული მოედნის სრული აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდება. გარდა ამისა, ახლო მომავალში, ასევე იგეგმება ერთი ახალი სტადიონის მოწყობა“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ექვსი სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 264 000 ლარი გამოიყოფა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics