09:49 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 21:01:24, 1937 ნახვა

საზოგადოება
კომუნიკაციების კომისიამ „იმედი“, „რუსთავი 2“ და „იბერია“ დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ტელეიმედი", შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"  და შპს „იბერია ტვ" „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო დააჯარიმა.

კომისიამ კომპანიებს  კანონით გათვალისწინებული ჯარიმა წლიური შემოსავლის 0.5% ოდენობის  ნაცვლად  - 0.1%  დააკისრა, რაც „ტელეიმედის" შემთხვევაში 25748 ლარი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2"-ის შემთხვევაში 31683 ლარი და „იბერია ტვ"-ის შემთხვევაში 3394 ლარია.

„სამაუწყებლო არხების ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი,  სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, კომისიამ 14-22 დეკემბერს ჩაატარა. მონიტორინგისას აღნიშნული ტელეკომპანიების მხრიდან „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული დადგენილების „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების" დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. კერძოდ, ეთერში განთავსებულ გადაცემებსა და სიუჟეტებში საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ხდებოდა“, - აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის სამივე მაუწყებლის მიმართ გამოყენებულია გაფრთხილება, შესაბამისად განმეორებითი დარღვევის გამო, ამჯერად კომპანიებს ფინანსური სანქციები დაეკისრათ. კომისიამ მსჯელობისას აღნიშნა, რომ მაუწყებლების დაჯარიმება კომისიის მიზანს არ წარმოადგენს და კომისიის ამოცანაა ტელეკომპანიებმა  დაიცვან კანონი და  ანალოგიური დარღვევების პრევენცია მოახდინონ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics