|
2018-02-08 15:24:33, 840 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ანსამბლ „შუახევი“-ს წევრებს შეხვდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მოადგილესთან რუსუდან შავაძესთან ერთად კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს და ანსამბლ "შუახევის“ წევრებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფრიდონ ფუტკარაძემ მადლობა გადაუხადა ანსამბლ "შუახევის“ წევრებს მუნიციპალიტეტის და აჭარის რეგიონის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ ანსამბლი გამოირჩევა საშემსრულებლო ოსტატობის მაღალი ხარისხით, წარმატებით მონაწილეობს საქართველოს და საერთაშორისო მასშტაბის ფესტივალებში, კონცერტებსა და პროექტებში, რაც ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივად, ასევე, საერთაშორისო მასშტაბით.
შეხვედრაზე ანსამბლის წევრებმა ფრიდონ ფუტკარაძეს დაგეგმილი და მიმდინარე რეპერტუარი გააცნეს. ისაუბრეს კულტურის პროექტებში ანსამბლის აქტიურად მონაწილეობის და ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობის შესახებ. მუნიციპალიტეტის მერი ანსამბლის წევრებს თანადგომას და სამომავლო განვითარებისთვის მხარდაჭერას დაპირდა. ფრიდონ ფუტკარაძე გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს კულტურის ცენტრთან არსებულ ყველა ანსამბლებთან მართავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)