13:19 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 14:17:12, 2478 ნახვა

მსოფლიო
აფგან მუხთარლი ორი დღით ციხიდან გაათავისუფლეს

თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელსაც სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ციხიდან 2 დღით გაათავისუფლეს, - ამის შესახებ MeydanTv იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მუხთარლი მისი დისა და დის შვილების ორმოცზე გაუშვეს.

ცნობისთვის, ჟურნალისტის და და ორი დიშვილი დაახლოებით ერთი თვის წინ საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. წინასწარი მონაცემებით, ისინი გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი  აფგან მუხთარლი თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს.  მას ბრალი 3 მუხლით ედებოდა: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა.  როგორც ამბობენ,  არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს ჯიბეში. თავად მუხთარლი ამტკიცებს, რომ ის თბილისიდან პოლიციელის ტანსაცმელში მყოფმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს. ბალაკნის სასამართლომ თბილისიდან გატაცებული აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics