14:03 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 13:40:03, 1667 ნახვა

სამართალი
კრწანისის რაიონის ყოფილი გამგებლის მოადგილეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

სასამართლომ კრწანისის რაიონის ყოფილი გამგებლის მოადგილე დანმაშავედ სცნო.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქამი, ბრალდებულს  7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ბრალდებული, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის ყოფილი გამგებლის მოადგილე ნ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნ.მ.-მ, რომელსაც 2015 წლის 29 ოქტომბრიდან  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობა ეკავა, დაინტერესებულ პირს დაპირდა მისთვის ხელსაყრელი პირობებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანას და შეძენის შემდგომ სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მიღებაში დახმარებას, სანაცვლოდ კი  50 000 აშშ დოლარის გადაცემა მოსთხოვა.

სამართალდამცველებმა ნ.მ. 2015 წლის 16 დეკემბერს, მოთხოვნილი 50 000 დოლარის მიღებისთანავე დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ქრთამის აღება) წარედგინა. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ  ნ.მ-სთვის წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა, იგი დამნაშავედ სცნო დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით განუსაზღვრა",- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 1 საათიანი შეხვედრა დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics