07:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 12:49:45, 1694 ნახვა

კომენტარი
სუბარი: საქართველოს ჩაბუქთან დაკავშირებით თურქეთისგან მყარი დიპლომატიური გარანტია აქვს მიღებული

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის განხილვა სამართლებრივ სფეროში მიმდინარეობს.

მისი თქმით, საქარათველოს ხელისუფლებას თურქეთისგან მიღებული აქვს ძალიან მყარი დიპლომატიური გარანტია, რომ ექსტრადირების შემთხვევაში, ჩაბუქი იქნება ისეთ პირობებში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებს:

 "რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ჯერ არ ვიცით. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მყარ საბუთებს წარმოადგენს თურქული მხარე, რომ ამ ადამიანს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. ამაზე წინასწარ სპეკულაციებს ვერ დავიწყებ. ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ თუ ეს საბუთები იქნება საკმარისად მყარი, საქართველოს სახელმწიფოს მიღებული აქვს ძალიან მყარი დიპლომატიური გარანტია კონკრეტულად ამ პირთან დაკავშირებით, რომ ის იქნება ისეთ პირობებში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებს",- აღნიშნა სუბარმა.

მუსტაფა ჩაბუქის საექსტრადიციო პერიოდი თებერვალში იწურება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics