2018-02-08 12:42:55, 1721 ნახვა
საზოგადოება
რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა
რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა, რომელშიც დაახლოებით 20 მგზავრი იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მგზავრებმა და მძღოლმა ავტობუსიდან გადმოსვლა დროულად მოახერხეს.
მათივე ცნობით, შემთხვევა დილით, დაახლოებით 6 საათზე მოხდა. ადგილზე 2 სახანძრო მუშაობდა. მომხდარის მიზეზი ჯერერობით უცნობია.
სამგზავრო ავტობუსი სავარაუდოთ დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.
ავტორი: ,