09:49 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 12:05:13, 1705 ნახვა

საზოგადოება
მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურების მონაწილეობა სავალდებულო ხდება

"მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში თბილისის მერიის ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურების მონაწილეობა სავალდებულო ხდება",- ამის შესახებ  თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და დედაქალაქის მერიის მიერ ინიცირებული სამართლებრივი ცვლილებები განმარტა. 

მისი თქმით, სამშენებლო ნებართვის მიღებით დაინტერესებული პირისთვის სავალდებულო დენდროლოგიური პროექტის წარდგენა, რომლის მიხედვითაც მიმდებარე ტერიტორიას გაამწვანებს. 

„ახალი რეგულაციების თანახმად, დაინტერესებულმა პირმა, ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება სურს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადება და შეათანხმოს მერიასთან. გარდა ამისა, მშენებელი ვალდებული იქნება სამშენებლო სამუშაოების შესახებ საინფორმაციო დაფასთან ერთად, დენდროლოგიური პროექტის საინფორმაციო დაფაც გამოაქვეყნოს. ეს  ეხება არამარტო კერძო სექტორს, არამედ მერიასაც და ჩვენც მოგვიწევს ამ ყველაფრის  გათვალისწინება, როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტეს განვახორციელებთ. ამ კონკრეტული პროექტებით ჩვენ შევძლებთ, რომ საცხოვრებელ კორპუსებთან შევქმნათ სკვერები, რომლებიც გამწვანებული და მოწესრიგებული იქნება“, -   განმარტა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო ნებართვების გაცემისას, ასევე, გათვალისწინებული იქნება ტრანსპორტის მოძრაობის საკითხიც. 

„თავიდანვე მოხდება გათვლა, თუ რამდენად შესაძლებელია იმ კონკრეტულ ადგილზე  საცხოვრებელი ფართის აშენება, რათა შემდეგ, იქ მცხოვრებ ადამიანებს ტრანსპორტის მხრივ პრობლემა არ შეექმნათ და ზოგადად, ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს. მოხდება ნაკადების მართვა, დათვლა და ამის შედეგად იქნება სამშენებლო ნებართვები გაცემული“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღესვე დამტკიცდა იმ ხე-მცენარეთა ნუსხა, რომელიც გამოყენებული იქნება თბილისის სამომავლო გამწვანებისთვის. 

„ეს ხეები შერჩეულია თბილისის არქიტექტურისა და კლიმატის გათვალისწინებით. მისი შერჩევის პროცესში ჩართული იყო სხვადასხვა ექსპერტი და არასამთავრობო ორგანიზაცია. მათი დახმარებით განხორციელდა ეს ცვლილებები, რისთვისაც დიდ მადლობა ვუხდი. ეს არის მწვანე და ეკოლოგიურად მდგრადი ურბანული განვითარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები და ჩვენ მალე საკანონმდებლო დონეზე წარმოვადგენთ ცვლილებათა პაკეტს, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია“, - აღნიშნა თბილისი მერმა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics