|
2018-02-07 20:50:19, 3760 ნახვა
სპეციალური ანონსი
8 თებერვლის ანონსი
8 თებერვალს, 10.00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, 50-მდე ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი 8 თებერვალს, 10:00 საათზე თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება. მის: ჟ.შარტავას N7 8 თებერვალს, 10:45-ზე თბილისის მერი კახა კალაძე აეროპორტში FIFA-ს მსოფლიო თასს დახვდება. მსოფლიო თასი საქართველოში თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციისა და კოკა-კოლას პარტნიორობით ჩამოდის. შეხვედრის ადგილი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 8 თებერვალს, 11:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდება. 8 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართება. თბილისი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)