06:59 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 18:56:42, 1933 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე OGP-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი OGP-ის აღმასრულებელ დირექტორს, სანჯაი პრადჰანს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ხაზი გაესვა, რომ  თბილისი ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია ორგანიზაციის 75 წევრი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობას“ შეუერთდა და გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, ვალდებულებები აიღო.

კახა კალაძემ OGP-ის აღმასრულებელ დირექტორს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, რომლებიც, მისი თქმით, თვითმმართველობის საქმიანობაში, საკუთარი რაიონის ბიუჯეტის დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღებაში მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას შეუწყობენ ხელს.

მხარეებმა ასევე, მეხუთე გლობალური სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს. სანჯაი პრადჰაის განცხადებით, საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის ქვეყნებს შორის უპირობო ლიდერია, რომლის დასტურიც არის ის, რომ საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

„თბილისს ექნება უნიკალური შესაძლებლობა, პარიზის მსგავსად, რომელმაც წინა სამიტს უმასპინძლა, სხვადასხვა დედაქალაქის მერები მოიწვიოს და მათთვის ღია მმართველობის მაგალითი გახდეს. მე პირადად, თბილისში ამის ყველა შესაძლებლობას ვხედავ. ამდენად, თქვენ, როგორც დედაქალაქის მერს, გაქვთ დიდი პასუხისმგებლობა და ასევე შესაძლებლობა, თქვენი ქალაქის კარი გაუღოთ მსოფლიოს დედაქალაქებს და საკუთარი წარმატება აჩვენოთ“, - მიმართა სანჯაი პრადჰაიმ კახა კალაძეს.

თბილისი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს 17-19 ივლისს უმასპინძლებს.  

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics