|
2018-02-05 16:37:00, 1814 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ევროკავშირთან შემდგომ ნაბიჯებს იმედის თვალით შევყურებთ
ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ შემდგომ ნაბიჯებს ევროკავშირთან საქართველოს სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების და ევროკავშირის ნორმებთან, სტრატეგიებსა და პრაქტიკასთან დაახლოების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება აფასებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ევროკავშირის აქტიურ მხარდაჭერას, რომელიც გამოიხატება სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის გაგრძელებაში, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში შუამავლის როლსა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მეშვეობით გაწეულ მხარდაჭერაში, წვლილი შეაქვს ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნებაში. თავის მხრივ, საქართველო არის ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი და ერთგული მოკავშირე უსაფრთხოების სფეროში, რომელიც მზად არის, უდიდესი წვლილი შეიტანოს მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეობას ევროკავშირის მისიებში და ოქტომბერში გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის პირველი შეხვედრა. და ბოლოს, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ერთად შევქმენით კიდევ უფრო მტკიცე ურთიერთობების მყარი საფუძველი, რომელიც იძლევა მომავალში ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავების დიდ იმედს. ჩვენ მზად ვართ და გვაქვს დიდი მოტივაცია, სრულად გამოვიყენოთ არსებული სამუშაო ჩარჩოების პოტენციალი და, ამავე დროს, მოვსინჯოთ თანამშრლომლობის ახალი შესაძლებლობები, რათა მივაღწიოთ ევროკავშირთან ინგტეგრაციის მაქსიმალურად მაღალ დონეს. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ ვმუშაობთ ამბიციურ გზამკვლევზე, რომელშიც დასახული იქნება ჩვენი ევროპული დღის წესრიგის მთავარი მიმართულებები. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირიდან, რათა გავაღრმავოთ მუშაობა დღეს განხილულ ყველა ასპექტზე“,-განაცხადა პრემიერმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)